კომენტარები

გთხოვთ შეაფასოთ ტრენინგი.
რომელ ინსტრუმენტს გამოიყენებთ ყველაზე ხშირად სასწავლო პროცესში?

43 comments:

  1. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო გაწეული შრომისთვის.ხშირად გამოვიყენებ ბლოგებსაც და სლაიდებსაც,რამაც ძალიან დამაინტერესა.ძალიან მომწონს ვორდში და ექსელში მუშაობა. შენმა კეთილშობილურმა საქმიანობამ გამაოცა. გაიხარეთ!!!! უფალი გფარავდეს უკუნითი უკუნისამდე...........გ მ ა დ ლ ო ბ თ!!!

    ReplyDelete
  2. ტრენინგით უზომოდ კმაყოფილი ვარ.შევძლებ გაკვეთილის ორგანიზებას ისტ-ის გამოყენებით,პროექტების შექმნას,სლაიდ შოუს აწყობას.

    ReplyDelete
  3. ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო რისთვისაც გიხდით დიდ მადლობას.ხშირად გამოვიყენებ ვორდში მუშაობას.გამოვიყენებ ბლოგს პრეზენტაციისთვის.

    ReplyDelete
  4. დასრულებულ ტრენინგს შევაფასებდი 10 ქულიანი სისტემიდან 10 ქულით! ტრენინგი მეტად საჭირო და სასარგებლო იყო. ამ ტრენინგების შემდეგ შეძლებისდაგვარად შევეცდები გამოვიყენო სასწავლო პროცესში ყველა ინსტრუმენტი. ხშირად გავაკეთებ პრეზენტაციებს, მივმართავ PowerPoint-ს სასწავლო პროცესის გასახალისებლად,ვიმუშავებ პროექტებზე. ტრენერს კი ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს!

    ReplyDelete
  5. ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრისმომცველი იყო.
    ტრენერი ყურადღებიანი და გულისხმიერი პიროვნებაა.
    სასწავლო პროცესში გამოვიყენებ ბლოგებს, ლემილს,ჯიმეილს.

    ReplyDelete
  6. ტრენინგით ვარ უზომოდ კმაყოფილი.
    შეიცავს ზღვა მასალას. ტრენერს აქვს შესანიშნავი გადმოცემის უნარი.
    სასწავლო პროცესში ხშირად გამოვიყენებ პროექტების შექმნას აქტუალურ თემებზე, სლაიდ შოუს აწყობას.
    ვისწავლე gmail-ში, lemill-ში,blogger-ში მუშაობა.

    ReplyDelete
  7. ტრენინგი იყო ჩემტვის ძალიან მნიშვნელოვანი,ვისწავლე
    ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში. დიდი მადლობა.


    ყველაზე ხშირად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში პრეზენ-
    ტაციას.

    ReplyDelete
  8. მე ტრენინგს უმაღლეს ქულას მივანიჭებ. არ ვიცი ვისთან როგორ, მაგრამ ნინოსთან ტრენინგზე მთელი ზაფხული ვივლიდი. არც მომწყინდებოდა. ძალიან მომენატრები!
    სასწავლო პროცესში ყველაზე ხშირად გამოვიყენებდი:
    ვორდის და პრეზენტაციის ბლოგს.
    გმადლობთ ყურადღებისთვის.
    გისურვებთ წარმატებებს. ნახვამდის.

    ReplyDelete
  9. ტრენინგს ვაფასებ უმაღლესი შეფასებით. კმაყოფილი ვარ თქვენი ტრენინგებით. მადლობთ.
    ბლოგებზე მუშაობას, სლაიდების დადებას, ლემილზე მუშაობას.

    ReplyDelete
  10. ამ ტრენინგიდან უფრო ხშირად გამოვიყენებ გაკვეთილების სლაიდებს,ბლოგებს პრეზენტაციებს, ნინო, ძალიან ყურადღებიანი გოგო ხართ, დიდი მადლობა გაწეული მეცადინეობისათვის

    ReplyDelete
  11. ტრენინგი იყო ძალიან დადებითი,ნაყოფიერი.ნინო მარტივი და გასაგები ენით საუბრობს, რაც მეტად მნიშვნელოვანია პედაგოგისთვის.ძალიან თბილი და ყურადღებიანია.მადლობა.გისურვებთ წარმატებებს.
    სასწავლო პროცესში ხშირად გამოვიყენებ ჯგუფების პრეზენტაციას,

    ReplyDelete
  12. დიდ მადლობას გიხდით გაწეული შრომისათვის. ნამდვილად მისაბაძი და საყვარელი პიროვნება ბრძადებით.გისურვებთ წარმატებებს,გფარავდეთ უფალი ყველგან და ყველაფერში.მუშაობისას აქტიურად მინდა გამოვიყენო ბლოგი,ლემილი,სლაიდები.

    ReplyDelete
  13. ნინო, უღრმესი მადლობა ყველაფრისთვი, ძალიან ნაყოფიერი 13 გაკვეთილი მივიღეთ თქვენგან.ყველაზე დახვეწილი მაინც ბლოგი მგონია და იმედი მაქვს აქტიურად გამოვიყენებ.გარდა ამისა დამატებითი რჩევები თქვენგან, რომლებსაც არ იშურებდით,ძალიან გამოგვადგება მუშაობაში. კიდევ ერთხელ გმადლობთ მოთმინებისა და გულისხმიერებისთვის. მიუხედავად თქვენი ასაკისა, გამოცდილი პედაგოგი ხართ.

    ReplyDelete
  14. ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ, ბევრი ახალი რამ ვისწავლე და გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში.ტრენერით უზომოდ კმაყოფილი ვარ,რომლისგანაც დადებითი მუხტი იგრძნობოდა.დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს პირად და პროფესიულ საქმიანობაში.ვისურვებდი კიდევ შეგხვედროდით.

    ReplyDelete
  15. დიდი მადლობა,ნინო. ბევრი რამ ვისწავლეთ, რასაც გამოვიყენებ სკოლაში მუშაობის პროცესში. სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა.

    ReplyDelete
  16. ტრენინგი ჩემთვის მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო.შეძენილი ცოდნა გამომადგება იმისთვის,რომ საგაკვეთილო პროცესში ეფექტურად გამოვიყენო საინფორმაციო ტექნოლოგიები,რაც დამეხმარება მიზნის მიღწევაში.ტრენერი გასაგებად გვაწვდიდა მასალას და გვიადვილებდა სიახლის ათვისებას,რისთვისაც მადლობას ვუხდი.

    ReplyDelete
  17. დიდი მადლობა, რომ ასე კარგად შეგვასწავლეთ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო

    ტექნოლოგიები!
    გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერებას და ჯანმრატელობას!

    ReplyDelete
  18. ტრენინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი,საჭირო და აუცილებელი პედაგოგისთვის.ამის შემდეგ ხშირად გამოვიყენებ გაკვეთილზე სლაიდებს ბლოგებს და პრეზენტაციებს.
    დიდი მადლობა ნინო.ძალიან კარგად შეგვასწავლე ამდენი რამ. გისურვებთ შემდგომ წარმატებებს,ძალიან განათლებული გოგო ხართ.

    ReplyDelete
  19. უღრმესი მადლობა განათლების სამინისტროს-რომ გამოგვიგზავნეთ ბრწყინვალე სპეციალისტი-ნინი მასწავლებელი-მან გვასწავლა საგაკვეთილო პროცესისათვის აუცილებელი -ინტერნეტით სარგებლობა,სლაიფები,პრეზენტაციის გამოქვეყნება და სხვა უამრავი მასალა

    ReplyDelete
  20. ტრენინგი ძალიან მომეწონა,განსაუთრებით თქვენ მომხიბლეთ ქალბატონო ნინო.გამაოცა თქვენმა შემართებამ,თქვენმა სწავლების მეთოდებმა,რისთვისაც გიხდით დიდ მადლობას. რაც შეეხება ინსტრუმენტებს, მე ხშირად ვისარგებლებ პროექტებით,პრეზენტაციებით.

    ReplyDelete
  21. შევისწავლე ისტ–თან დაკავშირებული ძირითადი ცნებები და ოპერაციები. დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს.იმედი მაქვს ჩემი საგანი მომავალში მოთხოვნადი გახდება და არჩევითი აღარ იქნება.ახალი ტექნოლოგიებით მეტად საინტერესოს გავხდი გაკვეთილებს.
    გმადლობთ ყურადღებისათვის.

    ReplyDelete
  22. მე ძალიან მადლობელი ვარ, რომ მოვხვდი ამ ტრენინგზე.ნინო, გენაცვალე, შესაშური სიმშვიდე, პასუხისმგებლობა და გაწონასწორებულობა გახასიათებთ.შესწავლილ მასალას გამოვიყენებ გაკვეთილებზე . განსაკუთრებით ,,პოვერ პოინტს", ,,ბლოგს" ,,ლემილს ". გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. დიდი მადლობა.
    პატივისცემით დარეჯან ბაღაშვილი

    ReplyDelete
  23. ნინო, მადლობა თქვენ და მთელ იმ ჯგუფს, რომელმაც ასე გაწერა ეს ტრენინგი. აშკარად გავიზარდე პროფესიულად, მაწუხებს ახალი იდეები... რას გამოვიყენებ ყველაზე ხშირად? გავაგრძელებ ბლოგზე მუშაობას, შევეცდები მაქსიმალურად გამოვიყენო ყველა მისი სიკეთე. კიდევ ერთხელ – გმადლობთ.
    გისურვებთ წარმატებებს თქვენს ახალგაზრდა ოჯახთან ერთად.

    ReplyDelete
  24. ეს იყო 13 საუკეთესო დღე... თქვენ ჩაგვიტარეთ ტრენინგი ადამიანებს შორის ურთიერთობის, კეთილშობილების, საკუთარი საქმის დიდი სიყვარულის,ერთგულების და პროფესიონალიზმის. უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის.... ჩემი დიდი სურვილია ყველა მასწავლებელს მიეცეს საშუალება ტრენინგ პროგრამის გავლის.
    რას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში? 21 საუკუნის მასწავლებლისთვის ყველაფერი რაც ამ 13 დღის განმავლობაში ვისწავლეთ გამოსაყენებადია და ძალიან აუცილებელია. მე პირადად გამოვიყენებ საპრეზენტაციო პროგრამას,ვიმუშავებ ინტერნეტში მასალების მოძიებასა, ჩემს ბლოგზე პროექტებისა და გაკვეთილების გეგმებზე.

    ReplyDelete
  25. ტრენინგები მიმდინარეობდა ძალიან პოზიტიურ გარემოში.გავეცანი ბევრ სიახლეს,რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს.მომავალში ვეცდები შეძენილი ცოდნა გამოვიყენო ჩემს მოსწავლეებთან მუშაობაში,გავაღრმავო ჩემი ცოდნა ბლოგებზე მუშაობის დროს,ლემილზე ახალი მასალების გამოქვეყნების დროს.

    ReplyDelete
  26. ტრენინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. აქ შეძენილ ცოდნას ხშირად გამოვიყენებ როგორც გაკვეთილზე ისე სხვადასხვა სახის დიდაქტიკური–საკონკურსო თამაშების ჩატარების დროს.
    დიდი მადლობა ქალბატონო ნინო იმისათვის, რომ გასაგებად გვაწვდიდი ახალ მასალას და გვიადვილებდი ჩვენთვის გაუგებარი საკითხების შესწავლას.
    თქვენ ნამდვილად ბოლომდე იხარჯებოდით.

    ReplyDelete
  27. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  28. ტრენინგი ძალიან კმაყოფილი ვარ,ვისწავლე რამდენიმე ინტრუმენტის გამოყენება. გაკუეთილზე ყველაზე ხშირად პრეზენტაციას გამოვიყენებ.გვყავდა ძალიან კარგი ტრენერი,გასაგები და მარტივი ენით გვიხსნიდა ყველაფერს. ნინო,დიდი მადლობა,ძალიან კარგი ადამიანი ხართ.

    ReplyDelete
  29. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნინო. მომავალში ჩემს გაკვეთილებს უფრო საინტერესოს, სახალისოს გავხდი მოსწავლეებისთვის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.პრეზენტაცია ჩემი და მოსწავლეების შევეცდები სლაიდ-შოუს სახით
    წარმოვადგინო .

    ReplyDelete
  30. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს ტრენინგები,რისთვისაც უღრმესი მადლობა თქვენ.გაიხარეთ! აუცილებლად გამოვიყენებ გაკვეთილებზე სლაიდებს,პრეზენტაციებს,პროექტებს და ყველა იმ მასალას,რაც შეგვასწავლეთ.კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რომ ყველაფერი გასაგებად და გულისყურით გადმოგვეცით.გისურვებთ მომავალშიც წარმატებებს! დღეს ჩვენი სოფლის დღეობაა ,,კვირიკობა'', მისი მადლი და ძალა გფარავდეთ!

    ReplyDelete
  31. ქალბატონო ნინო,კმაყოფილი ვარ თქვენი ჩატარებული ტრენინგით,საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე.ვეცდები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად გამოვიყენო მიღებული გამოცდილება,განსაკუთრებით პროექტზე მუშაობისას.დღეიდან შესაძლებლობა მექნება
    უფრო მეტად ჩავერთო ინტერნეტ ქსელში.
    დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გაწეული მუშაობისთვის,სურვილი მაქვს თქვენთან თანამშრომლობის...
    გისურვებთ შემდგომ წარმატებეეებს...

    ReplyDelete
  32. ნინო, პირველ რიგში უღრმესი მადლობა ასეთი საინტერესო და სასარგებლო ტრენინგისთვის. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემს საგანში მეც მომეცემა როდისმე ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენებით გაკვეთილის ჩატარების საშუალება და პირობას გაძლევ, რომ გამოვიყენებ ყველა იმ რესურსს და ცოდნას რაც ამ ტრენინგზე მივიღე, რადაგან ყოველივე ეს ძალიან საჭირო და აქტუალურია და ძალიან მომწონს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, იმისთვისაც, რომ საშუალება გვეძლევა შემოგეხმიანოთ. მთელი გულით გისურვებ წარმატებებს.

    ReplyDelete
  33. ტრენინგი ძალიან მომეწონა. დიდ მადლობას ვუხდი განათლების სამინისტროს ასეთი არაჩვეულებრივი სპეციალისტის გამოგზავნისთვის. ნინო განსაკუთრებულია. არამარტო პროფესიონალიზმის თვალსაზრისით,არამედ უდიდესი ადამიანურობით.ფარავდეს უფალი მასა და მის ოჯახს...
    რაც შეეხება ინსტრუმენტებს,გამოვიყენებ სასწავლო პროცესში სლაიდებს,პროექტებსა და პრეზენტაციებს.

    ReplyDelete
  34. ქალბატონო ნინო, მინდა უღრმესი მადლობა იმისთვის,რომ ყველაფერი გასაგებად და გულისყურით გადმოგვეცით.
    უფალი გფარავდეს უკუნით უკუნისამდე.
    პირადად ჩემთვის გაწეული შრომისათვის დიდზე-დიდი მადლობა!

    ReplyDelete
  35. ნინო, ტრენინგი იყო უაღრესად ნაყოფიერი,მრავალფეროვანი და საინტერესო.მომავალ წელს აუცილებლად ლემილზე დავდებ უფრო მეტი გაკვეთილის გეგმას,პრეზენტაციებს,ბლოგზეც დავამატებ საგაკვეთილო მასალებს და აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს.შემდეგში დავგეგმავ სასწავლო პროექტებს და ასევე განვათავსებ ბლოგზე.გულწრფელად დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის. ისედაც წარმატებული ბრძანდებით, მაგრამ გისურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებებს ,როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სამსახურებრივ წინსვლასაც. ღმერთი გფარავდეთ ყოველთვის.

    ReplyDelete
  36. მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო და საინტერესო ტრენინგია.მე გამოვიყენებ პრეზენტაციას,სლაიდ სშოუს გავაკეთებ,ბლოგძე განვათავსებ ჩემს ნამუსშევრებს.WORD-ში ვიმუშავებ,ასევე EXCEL- შიც ვიმუშავებ.ყველაფერის გამოოოკენებას შევეცდები.

    ReplyDelete
  37. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ტრენერს ნინო კაჟაშვილს გაწეული შრომისთვის. ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშნოლოვანი და საინტერესო იყო.ეხლა შემიძლია გამოვიყენო ბლოგებსაც და სლაიდებსაც.გმაყოფილი ვარ ჩატარებული ტრენინგით.

    ReplyDelete
  38. პირველ რიგში მოგიხდით დიდმადლობას კარგი ტრენინგისთვის,ასეთი ენერგიულობისთვის,ძალიან მომენატრებით. თქვენ ტრენინგს ვაფაფასებ უმაღლესი შეფასებით.გამოვიყენებ Power Points.ტრენერს კი ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს!

    ReplyDelete
  39. დიდი მადლობა განათლების სამინისტროს ამ ტრენინგისთვის. ჩემთვის ძალიან საჭირო დროს ჩატარდა. განსაკუთრებით დიდი მადლობა ტრენერს- ნინოს, გაოცებული ვარ მისი ცოდნით, ნიჭიერებით, გულისხმიერებით, ყურადღებიანობით. ვთვლი, რომ ლექსიკა არ მეყოფა მადლიერების გამოსახატად. ღმერთი ჰფარავდეს მას და მის ოჯახს.
    რაც შეეხება ინსტრუმენტებს, გამოვიყენებ ყველაფერს საჭიროებისამებრ. ამ ეტაპზე კი ვაპირებ ინგლისურის და კომპიუტერის კომბინირებული გამოცდის ჩაბარებას, დამჭირდება პრეზენტაციის გაკეთება და Word-ში მუშაობა.

    ReplyDelete
  40. არასოდეს დამავიწყდება ჩვენი ტრენინგის საინტერესო დღეები.თქვენ ახსნის და გადაცემის საოცარი უნარი გაქვთ და რაც მთავარია, კომპეტენციის უმაღლესი დონე.მე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსი გავიგე. ამისთვის უღრმესი მადლობა. ჩემს შემდგომ მუშაობაში ხშირად გამოვიყენებ ეფექტებით გამდიდრებულ პრეზენტაციებს, რომელთაც აუცილებლად განვათავსებ ლემილზე. ჩემს ბლოგს დავტვირთავ შემეცნებითი ხასიათის ტესტებით და საინტერესო პროექტებით. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით. უფალი ფარავდეს თქვნს ოჯახს.

    ReplyDelete
  41. ალბათ,ოდნავ ბანალური გამოვა კომენტარი,რადგან ვიცი გარშემომყოფთა განწყობა.ნინო,ჩემო კარგო,მადლობა ამ საინტერესო ტრენინგისთვის,რადგან ვთვლი,რომ დიდი მნიშვნელობაა აქვს იმას,თუ როგორ მივა ინფორმაცია ადრესატამდე.ნინო, ეს მშვენივრად გამოგივიდა.პროფესიონალიზმთან ერთად,დიდი ადამიანური მიდგომის უნარიც გაქვს.ჩემთვის ისიც მნიშვნელოვანია,რომ კარგ ტრენინგთან ერთად,კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანის გაცნობა მხვდა წილად.
    აუცილებლად გამოვიყენებ ბლოგს და ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილის დაგეგმვის მეთოდს,რადგან მოსწავლისთვის უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს საგაკვეთილო პროცესი.ასევე ვისარგებლებ ლემილით,რათა გავუზიარო სხვებს ჩემი გამოცდილება და ვნახო,როგორ მუშაობენ ისინი.ეს მასწავლებელის პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.
    გმადლობთ!
    გისურვებთ წარმატებებს!

    ReplyDelete
  42. ტრენინგი მეტად მნიშვნელოვანი და ბევრის მომცემი იყო, რაშიც დიდი დამსახურება მიგიძღვით თქვენ,ქალბატონო - ნინო! გისურვებთ ჯანმრთელობას, ქალურ ბედნიერებას და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში. გფარავდეთ უფალი! ძალიან მიყვარხართ!!!
    რაც შეეხება ინსტრუმენტებს, ყველა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. სასწავლო პროცესში გამოვიყენებ სლაიდებს, პრეზენტაციებს, რათა ჩემი ჩატარებული გაკვეთილი საინტერესო იყოს.რისთვისაც კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თქვენ!!!
    ნ ა ხ ვ ა მ დ ი ს!!!!!!!!!!!!!

    ReplyDelete
  43. დ ი დ ი მ ა დ ლ ო ბ ა ! ! ! გაოცებული ვარ თქვენი შესაძლებლობებით, ჩემო ნინო, ღმერთმა უმრავლოს თქვენისთანა ახალგაზრდები ჩვენს სამშობლოს!
    კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში თუ, რამდენად აუცილებელია ჩემი მოსწავლეებისათვის ის, რაც თქვენ მასწავლეთ!
    რაც შეეხება ინსტრუმენტებს, გამოვიყენებ: პრეზენტაციებს სლაიდებს, პროექტებს და..................
    გისურვებთ შემდგომ წარმატებებს!

    ReplyDelete